ჩვენს შესახებ

ენერგომომწოდებელი კომპანია AB Energo (შპს აბ ენერგო) დაფუძნდა 2016 წლის 31 აგვისტოს საქართველოში. კომპანიის ერთ-ერთ ძირითად საქმიანობას წარმოადგენს ელექტროენერგიის (სიმძლავრის) ექსპორტ-იმპორტი საქართველოს საზღვრებში.

2016 წლის 1 ნოემბრიდან, შპს აბ ენერგო იქნა დარეგისტრირებული საქართველოს ელექტროენერგეტიკული ბაზრის ოპერატორის მიერ, როგორც საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე სუბიექტი ელექტროენერგიის ექსპორტისა და იმპორტის ნაწილში.

აგრეთვე, შპს აბ ენერგოს ერთ-ერთ მთავარ საქმიანობად მიიჩნევა საერთაშორისო ელექტროენერგიის ბაზრებზე ვაჭრობა, ელექტროენერგიის საბითუმო ვაჭრობაში მონაწილე სუბიეტების მოთხოვნათა მიწოდების ჩათვლით.

შპს აბ ენერგოს ძირითადი პრიორიტეტებს წარმოადგენს:

  • სწორი და მეგობრული დამოკიდებულება მომწოდებლებისა და მომხმარებელების მიმართ;
  • არსებულ მომხმარებელთა ბაზის შენარჩუნება და უფრო მეტად გაფართოვება;
  • ელექტროენერგიის (სიმძლავრის) გარანტირებულად მიწოდების უზრუნველყოფა;
  • დადებულ გარიგებათა პირობების შესრულების პროცესის გამჭვირვალეობა;
  • კომპანიის მუდმივად გაუმჯობესებისკენ სწრაფვა და ზოგადად მისი მომავალი ეფექტურობის ზრდა;
  • კომპანიის ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება;
  • კომპანიის, როგორც საიმედო და სტაბილური მომწოდებლის და პარტინიორის რეპუტაციის შენარჩუნება და ზრდა;

შპს აბ ენერგოს არის რეგისტრირებული საქართველოში და მოქმედებს საქართველოში არსებული კანონმდებლობის შესაბამისად.